ავტორიზაცია

ემანუელ მაკრონმა დაასახელა კლუბი, რომლის მთავარ მწვრთნელადაც ზიდანის ხილვა სურს

ემანუელ მაკრონმა დაასახელა კლუბი, რომლის მთავარ მწვრთნელადაც ზიდანის ხილვა სურს
თარიღი 09 Jun 2022, 10:19

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მარკონი "პარი სენ ჟერმენის" მთავარ მწვრთნელად ზინედინ ზიდანის დანიშვნის მომხრეა.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, პარიზელებს მაურისიო პოჩეტინოს ჩანაცვლება სწორედ "რეალის" ექს-დამრიგებლით სურთ.

– ახლა ბევრი საუბრობს ზინედინ ზიდანზე. ისაუბრეთ მასთან? საფრანგეთისთვის მნიშვნელოვანია ზიდანის "პსჟ"-ში ყოფნა?

"ზინედინ ზიდანთან არ მილაპარაკია, მაგრამ მისით, როგორც ფეხბურთელით და მწვრთნელით, უზომოდ აღფრთოვანებული ვარ. ძალიან გვინდა, რომ საფრანგეთის ჩემპიონატში ასეთი ტალანტის მქონე სპორტმსმენი და მწვრთნელი იყოს, ვინც მთავარი თასის (ჩემპიონთა ლიგა) მოგება 3-ჯერ მოახერხა, რომელიც ჩვენი კლუბებისთვის გვსურს".

"საფრანგეთის ჩემპიონატისა და მთელი ქვეყნის გავლენისთვის მინდა, დაბრუნდეს და დიდ ფრანგულ კლუბში მოვიდეს. კარგი იქნებოდა".

"საფრანგეთი სპორტისა და ფეხბურთის დიდი ერია, აქ ბრწყინვალე საზოგადოებაა, რომელსაც სპორტის ეს სახეობა უყვარს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მათგან საუკეთესო, ვისაც ჩვენ ვავარჯიშებდით და საერთაშორისო დონეზე ბრწყინავდა, დავიბრუნოთ", - ციტირებს საფრანგეთის პრეზიდენტის სიტყვებს RMC Sport-ი.