როგორი იქნება საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დღევანდელ მატჩში?

ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები მესამე შეხვედრას დღეს, ჩრდ.მაკედონიის წინააღმდეგ გაართავს.
გთავაზობთ სავარაუდო შემადგენლობას, თუ როგორი იქნება ჩვენი 11-ეული ამ შეხვედრაში.
მოგეხსენებათ, ნაკრებს გიორგი წიტაიშვილი დაუბრუნდა, რომელმაც წინა მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა.
სავარაუდო შემადგენლობა: გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია, დავით ხოჭოლავა, ირაკლი აზაროვი, საბა ლობჟანიძე, გიორგი აბურჯანია, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი წიტაიშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, ბუდუ ზივზივაძე
GOAL.GE მაკედონიიდან