ავტორიზაცია

ლაკაზეტის ტრანსფერი დღეს გაოფიციალურდება — ფრანგული მედია

ლაკაზეტის ტრანსფერი დღეს გაოფიციალურდება — ფრანგული მედია
თარიღი 09 ივნ 2022, 10:48

"არსენალის" აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი, ალექსანდრ ლაკაზეტი "ლიონში" დაბრუნებასთან არის ახლოს.

როგორც სხვადასხვა ფრანგული წყაროები იუწყებიან, კლუბი 31 წლის ფეხბურთელის ტრანსფერს დღეს დაადასტურებს და მას პრესას წარუდგენს.

მოგეხსენებათ, ლაკაზეტმა ბოლო ხუთი წელიწადი "მეთოფეთა" რიგებში გაატარა და ლონდონი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

თავის მხრივ, გამოცდილ ფორვარდს "ლიონის" მაისურით 275 მატჩი აქვს ჩატარებული და 129 გოლი გატანილი.