ავტორიზაცია

სასურველი ფეხბურთელები შერჩეულია — სიტი ახალ მარცხენა მცველსა და ფერნანდინიოს შემცვლელს ეძებს

სასურველი ფეხბურთელები შერჩეულია — სიტი ახალ მარცხენა მცველსა და ფერნანდინიოს შემცვლელს ეძებს
თარიღი 09 ივნ 2022, 11:09

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის "მანჩესტერ სიტის" ხელმძღვანელობის გეგმები ცნობილია, წერს ავტორიტეტული გამოცემა ESPN-ი.

ასე და ამგვარად, "ქალაქელები" ახალი მარცხენა მცველისა და ნახევარმცველ ფერნანდინიოს შემცვლელის ძიებას შეუდგნენ. ამ უკანასკნელმა 9-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ კლუბი დატოვა.

სიაში შემდეგი ფეხბურთელები არიან: უკანახაზელი მარკ კუკურელია, რომლის სანაცვლოდაც "ბრაიტონი" 35 მილიონ ფუნტს ითხოვს და "სიტისთვის" ეს თანხა მისაღებია.

გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, ამ თვეში ერთა ლიგაზე გასამართი მატჩების შემდეგ "ქალაქელები" ინგლისის ნაკრების ნახევარმცველ კელვინ ფილიპსის ტრანსფერზე ამუშავდებიან. აღსანიშნავია, რომ "ლიდსის" ფეხბურთელით "მანჩესტერ იუნაიტედიც" ინტერესდება.

ამავდროულად, "სიტიმ" დაკარგა ინტერესი ფრენკი დე იონგისა ("ბარსელონა") და დეკლან რაისის ("ვესტ ჰემი") მიმართ, რომლის სანაცვლოდაც "ჩაქუჩები" 100 მილიონ ფუნტზე მეტს ითხოვენ - ინგლისის ჩემპიონების აზრით, ეს თანხა ზედმეტად ბევრია.