ავტორიზაცია

"არჩევანი ორ კლუბს შორის გავაკეთე", - რუდიგერმა რეალში გადასვლის შესახებ ისაუბრა

"არჩევანი ორ კლუბს შორის გავაკეთე", - რუდიგერმა რეალში გადასვლის შესახებ ისაუბრა
თარიღი 09 Jun 2022, 11:29

"რეალის" ახალწვეულმა, ანტონიო რუდიგერმა "ჩელსიდან" მადრიდულ გრანდში გადასვლის შესახებ ისაუბრა.

– როგორ ფიქრობ, შენს კარიერაში ყველაზე დიდი ნაბიჯია?

"ვფიქრობ, ფეხბურთშიც და ცხოვრებაშიც სხვადასხვა თავი არსებობს და ახლა ჩემთვის ახალი იწყება. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თავია, ჩემთვის დიდი ნაბიჯი. ალბათ, ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია".

– რამდენი შემოთავაზება გქონდა?

"მთელი ამ დროის მანძილზე ბევრი საუბარი მქონდა, თუმცა, გულახდილად რომ ვთქვა, "რეალსა" და "ჩელსის" შორის გავაკეთე არჩევანი".

– რა იფიქრე, როცა "რეალი" დაგიკავშირდა?

"როცა პირველად შევიტყვე "რეალის" ინტერესის შესახებ... უბრალოდ წარმოიდგინეთ. უბრალოდ ვაუ იყო! როგორც მახსოვს, "რეალი" პირველად სექტემბერში თუ ოქტომბერში დამიკავშირდა. ასეთი კლუბი ყოველდღე არ გიწვევს, ეს წარმოუდგენელი იყო".

– გადადიხარ კლუბში, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა 14-ჯერ აქვს მოგებული. როგორ ფიქრობ, არსებობს დამატებითი ზეწოლა იმ ფეხბურთელზე, ვინც "რეალში" გადადის?

"დიახ, ზეწოლა არსებობს, მაგრამ ეს "რეალის" ისტორიაა. ეს კლუბი მოგებას არის მიჩვეული, მისი მენტალიტეტი გამარჯვებებს ეფუძნება. ასეთი მენტალიტეტია ჩემს ხასიათშიც", - ციტირებს რუდიგერის სიტყვებს Marca.