"ბავშვობაში ანჩელოტის ტელევიზორში ვუყურებდი, მის გუნდში თამაში დიდი პატივია", - რუდიგერი
ანტონიო რუდიგერმა „რეალში“ გადასვლის შემდეგ კარლო ანჩელოტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„რეალი“ – „ჩელსის“ მატჩის შემდეგ (რომელშიც გერმანელმა გოლი გაიტანა) ანჩელოტიმ ხელმძღვანელობას უთხრა, რომ რუდიგერი გუნდში სჭირდება.
„დიახ, ყველამ იცის რამხელა მნიშვნელობა აქვს ანჩელოტის მსოფლიო ფეხბურთში. ის არის ტოპ მწვრთნელი, რომელმაც წელსაც ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. მასზე ბევრი საუბარი არც მჭირდება. შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, რომ ასეთი მწვრთნელის ჩემდამი სიმპატია - დიდი პატივია. ბავშვობიდან მას ტელევიზორში ვუყურებდი, ეს დიდი პატივია.
უკვე ესაუბრეთ ანჩელოტის?
დიახ, ველაპარაკე.
როგორ ჩაიარა?
ეს მისასალმებელი საუბარი იყო, ყველაფერი უკვე გაფორმებული გვქონდა. მან მითხრა, რომ ჩემი „რეალში“ ხილვით გახარებულია, ეს მართლა მაბედნიერებს. აშკარაა, რომ ანჩელოტი არის ერთ-ერთი ის მწვრთნელი, ვინც „რეალი“ ასეთ ძლიერად აქცია. თუმცა, ეს მხოლოდ მისი დამსახურებით არ მომხდარა, ასევე დიდი შრომა ჩადეს ბენზემამ, ტონი კროოსმა, მოდრიჩმა, კაზემირომ.
ანჩელოტიმ მითხრა, რომ ისინი ჩემი ტრანსფერით მოხარულები არიან და ეს მეამაყება. ეს ამტკიცებს, რომ ბოლო სამი წელი დიდებულ დონეზე გავატარე და ეს დიდ მოტივაციას მაძლევს, რომ „რეალში“ კიდევ უფრო უკეთ ვითამაშო.“ - აღნიშნა გერმანელმა, რომელიც „რეალს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.