რუდიგერის და კრისტენსენის დაკარგვის გამო, ჩელსი მცველს სასწრაფოდ ეძებს და ლესტერს მიუკაკუნა
ანტონიო რუდიგერის და ანდრეას კრისტენსენის წასვლის გამო, „ჩელსი“ ცენტრალურ მცველს სასწრაფო წესით ეძებს.
როგორც TeamTalk იტყობინება, „პენსიონერებმა“ თვალი „ლესტერის“ ფრანგ მცველს, უესლი ფოფანას დაადგეს.
თუმცა, „ჩელსისთვის“ ეს ტრანსფერი ადვილი გასაჩარხი არ იქნება, რადგან „მელიები“ საკუთარი ფეხბურთელების სანაცვლოდ სოლიდური თანხის მოთხოვნით არიან ცნობილები, რაც ჰარი მაგუაერის ტრანსფერის დროს, საკუთარ თავზე „მან იუნაიტედმაც“ გამოსცადა.
ფოფანას გარდა, „ჩელსი“ „სევილიას’ მცველით ჟულ კუნდეთიც ინტერესდება, რომელიც, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, გუნდის მთავარი სამიზნეა, თუმცა იაფი არც ეს ტრანსფერი იქნება.