ავტორიზაცია

"ბევრი კარგი გუნდია", - კეინმა მუნდიალის მოგების ერთ-ერთ ფავორიტად იტალიაც დაასახელა

"ბევრი კარგი გუნდია", - კეინმა მუნდიალის მოგების ერთ-ერთ ფავორიტად იტალიაც დაასახელა
თარიღი 09 Jun 2022, 19:57

ინგლისის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელს, ჰარი კეინს დაავიწყდა, რომ იტალია მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გავიდა.

ერთა ლიგაზე გერმანიასთან (1:1) გამართული მატჩის შემდეგ, 28 წლის სუპერვარსკვლავს მუნდიალის მოგების სამი მთავარი ფავორიტის დასახელება სთხოვეს.

"ბევრი კარგი გუნდია. არიან ტოპ ევროპული გუნდები: ჩვენ, გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია. აგრეთვე, უნდა გამოვარჩიოთ ბრაზილია და არგენტინა".

"მთელი მსოფლიოს გარშემო ვხედავთ ტოპ გუნდებს. მსოფლიო ჩემპიონატის მოსაგებად 7 მატჩის უმაღლეს დონეზე ჩატარებაა საჭირო", - თქვა კეინმა.

მოგეხსენებათ, იტალიის ნაკრები 2022 წლის მუნდიალს მიღმა დარჩა. შესარჩევი ეტაპის ფლეი ოფის ნახევარფინალში რობერტო მანჩინის გუნდი ჩრდილოეთ მაკედონიასთან (0:1) სენსაციურად დამარცხდა.

ცნობისთვის, ყატარში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატი სტარტს 21 ნოემბერს აიღებს და 18 დეკემბერს დასრულდება.