19 ნაკრები, რომელმაც 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზური უკვე გაინაღდა

მოგეხსენებათ, ურუგვაიმ და ეკვადორმა ყატარში გასამართი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზური უკვე გაინაღდეს.
ასე და ამგვარად, ამ დროისთვის, ის 19 ნაკრები (32-დან) უკვე ცნობილია, რომელიც ტურნირზე მონაწილეობას მიიღებს.
აქამდე, მუნდიალზე გამგზავრება შემდეგმა ქვეყნებმა გაინაღდეს: ხორვატია, გერმანია, დანია, ბრაზილია, არგენტინა, ბელგია, საფრანგეთი, ესპანეთი, სერბეთი, ინგლისი, შვეიცარია, ჰოლანდია, ირანი, სამხრეთ კორეა, იაპონია და საუდის არაბეთი.
ყატარი ტურნირზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით იასპარეზებს.
მოგეხსენებათ, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 21 ნოემბერს აიღებს სტარტს და 19 დეკემბერს დასრულდება.