ავტორიზაცია

რუდიგერი რეალში გადასვლის შემდეგ: "ესპანურის სწავლა ჩემი ვალდებულებაა, მალე შევუდგები ამ საქმეს"

რუდიგერი რეალში გადასვლის შემდეგ: "ესპანურის სწავლა ჩემი ვალდებულებაა, მალე შევუდგები ამ საქმეს"
თარიღი 09 ივნ 2022, 22:28

"რეალის" ახალწვეულმა, ანტონიო რუდიგერმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ რას ელის მადრიდში ცხოვრებისგან.

– მთელი შენი ოჯახი მადრიდში გადავა?

"მშობლები სიერა ლეონეში ცხოვრობენ, ჩემი და - ბერლინში, ძმა - ტრირში. ცოლთან და ორ შვილთან ერთად წამოვალ".

– როგორ წარმოგიდგენია მადრიდში ცხოვრება?

"ვფიქრობ, იქ უფრო უკეთესი ამინდი იქნება, ვიდრე ლონდონში (იცინის). მადრიდში შესანიშნავი სამზარეულო აქვთ, პაელიას და ყველაფერს გავსინჯავთ... სულმოუთქმელად ველოდები ამ ქალაქში გადასვლის მომენტს. ვფიქრობ, მადრიდი უფრო ხმაურიანია, მაგრამ ადრე იტალიაში ვცხოვრობდი, ამიტომაც დიდი სხვაობა არ უნდა იყოს".

– უკვე სწავლობ ესპანურს?

"ჯერ არა, მაგრამ ესპანეთში გადასვლისთანავე დავიწყებ. ვფიქრობ, ცოტა გამიადვილდება, რადგან იტალიურად ვლაპარაკობ. მნიშვნელოვანია იმ ქვეყნის ენაზე საუბარი, სადაც თამაშობ - თავად ქვეყნისა და იქ მომუშავე ადამიანების პატივისცემის გამო".

"ესპანურის სწავლა ჩემი ვალდებულებაა. მალე შევუდგები ამ საქმეს", - ციტირებს 29 წლის გერმანელი უკანახაზელის სიტყვებს Marca.