ავტორიზაცია

VIDEO: პორტუგალიამ ჩეხეთს შინაურ კედლებში მარტივად მოუგო და ჯგუფში გალიდერდა

თარიღი 10 ივნ 2022, 00:56

ერთა ლიგის A დივიზიონის მე-2 ჯგუფის მესამე ტურში პორტუგალიის ეროვნულმა ნაკრებმა შინაურ კედლებში ჩეხეთი მიიღო.

აღნიშნული დაპირისპირება მასპინძლებმა ორბურთიანი ჰანდიკაპით მოიგეს - 2:0.

შეხვედრაში ანგარიში 33-ე წუთზე ჟოაო კანსელომ გახსნა, ზუსტად ხუთ წუთში კი გონსალო გედეშმა მოახერხა თავის გამოჩენა და საბოლოო შედეგიც დააფიქსირა.

გამოსარჩევია, რომ პორტუგალიელთა შემტევმა ნახევარმცველმა, ბერნარდუ სილვამ ორი შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა საკუთარ აქტივში.

ამ გამარჯვების შემდეგ, პორტუგალია ჯგუფში 7 ქულით ერთპიროვნული ლიდერია, ხოლო ჩეხეთი 4 ქულით მე-3 ადგილს იკავებს.