ავტორიზაცია

VIDEO: ესპანეთმა შვეიცარია გასვლით მატჩში მინიმალური ანგარიშით დაამარცხა

თარიღი 10 ივნ 2022, 01:01

ერთა ლიგის A დივიზიონის მე-2 ჯგუფის მესამე ტურში ესპანეთის ეროვნული ნაკრები შვეიცარიას ესტუმრა.

აღნიშნული შეხვედრა "ფურია როხამ" მინიმალური ანგარიშით მოიგო - 0:1.

ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის სტარტზევე გავიდა - მე-13 წუთზე თავი პაბლო სარაბიამ გამოიჩინა, შედეგიანი გადაცემა კი მარკოს ლორენტემ ჩაიწერა საკუთარ აქტივში.

ამ გამარჯვების შემდეგ, ლუის ენრიკეს შეგირდები თავიანთ ჯგუფში 5 ქულით მეორე ადგილს იკავებენ, ხოლო შვეიცარია 0 ქულით ბოლო პოზიციაზეა.

ცნობისთვის, ესპანეთი მომდევნო მატჩს 12 ივნისს ჩეხეთის წინააღმდეგ შინაურ კედლებში გამართავს, ხოლო შვეიცარია იმავე დღეს პორტუგალიას უმასპინძლებს.