პსჟ-ს მთავარი მწვრთნელის პოსტზე პოჩეტინოს ზიდანი ჩაანაცვლებს — ფრანგი ჟურნალისტი
"პარი სენ ჟერმენის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მაურისიო პოჩეტინოს ზინედინ ზიდანი ჩაანაცვლებს.
აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი ფრანგი ჟურნალისტი, დანიელ რიოლო ავრცელებს.
გამოსარჩევი ფაქტია - 2020 წლის დეკემბერში რიოლომ ლიონელ მესის "პსჟ"-ში გადასვლის შესახებ განაცხადა, ხოლო აპრილში თქვა, რომ კილიან მბაპემ "რეალში" გადასვლა იუარა და პარიზში დარჩენა გადაწყვიტა.
ახლა კი, როგორც ეს ჟურნალისტი იუწყება, სწორედ ზიდანი ჩაიბარებს ფრანგულ კლუბს პოჩეტინოს გათავისუფლების შემდეგ, რასაც უახლოეს პერიოდში ოფიციალურად დაადასტურებენ.
მოგეხსენებათ, ზიდანი "რეალს" 2016 წლიდან 2018 წლამდე, შემდეგ კი 2019 წლიდან 2021 წლამდე წვრთნიდა. მადრიდელებთან ერთად მან 11 ტიტული მოიგო - მათ შორის 3 ჩემპიონთა ლიგა.