ავტორიზაცია

ლუის სუარესს სერია ა-ს გუნდი ეპატიჟება

ლუის სუარესს სერია ა-ს გუნდი ეპატიჟება
თარიღი 10 ივნ 2022, 22:16

ლუის სუარესმა საფეხბურთო კარიერა შესაძლოა იტალიის სერია ა-ში გააგრძელოს.

35 წლის თავდამსხმელმა მადრიდის „ატლეტიკო“ სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

ფეხბურთელის დაპატიჟებით „ატალანტაა“ დაინტერესებული, რომელიც სუარესის აგენტებს უკვე დაეკონტაქტა და პირველი საუბრებიც გამართა.

ამ ტრანსფერს ხელი შესაძლოა ერთადერთმა პრობლემამ შეუშალოს - სუარესის ფინანსურმა მოთხოვნებმა, რომელსაც, დიდი ალბათობით, „ატალანტა“ ვერ დააკმაყოფილებს.

ბერგამოული გუნდის გარდა „ბარსელონას“ და „ატლეტიკოს“ ექს-ფორვარდით „რივერ პლეიტი“ და „ინტერ მაიამი“ ინტერესდებიან.