ავტორიზაცია

ბარსელონა ლევანდოვსკის ალტერნატივა შეარჩია, რომელსაც ატლეტიკო სუარესის შემცვლელად განიხილავს

ბარსელონა ლევანდოვსკის ალტერნატივა შეარჩია, რომელსაც ატლეტიკო სუარესის შემცვლელად განიხილავს
თარიღი 08 ივნ 2022, 17:33

"ვილიარეალის" თავდამსხმელმა, ხერარდ მორენომ "ბარსელონას" ყურადღება მიიპყრო, იტყობინება ცნობილი ესპანური გამოცემა Sport.es-ი.

კატალონიელები 30 წლის ესპანელს რობერტ ლევანდოვსკის ("ბაიერნი") ალტერნატივად განიხილავენ, რომელიც კლუბის მთავარი სამიზნეა.

"ბლაუგრანას" გარდა, "ყვითელი წყალქვეშა ნავის" ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელით "ატლეტიკოც" ინტერესდება. მადრიდელები გუნდიდან წასული ლუის სუარესის შემცვლელს ეძებენ.

მორენოს "ვილიარეალთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2027 წლამდე აკავშირებს და მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონ ევროს შეადგენს, მაგრამ კლუბი მზადაა ვაჭრობა დაახლოებით 40 მილიონიდან დაიწყოს.

გასულ სეზონში გამოცდილმა თავდამსხმელმა ყველა ტურნირზე ერთად 27 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი პასიც მიითვალა.