ავტორიზაცია

ბერნარდო სილვა ძვირია - ბარსელონამ დე იონგის შემცვლელის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო

ბერნარდო სილვა ძვირია - ბარსელონამ დე იონგის შემცვლელის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო
თარიღი 10 ივნ 2022, 23:49

იმ შემთხვევაში, თუ ფრენკი დე იონგი „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავა, „ბარსელონა“ მის შეცვლად „ვულვზის“ ნახევარმცველით შეეცდება.

Sport-ის ინფორმაციით, კატალონიურმა გუნდმა თვალი პორტუგალიელ ნახევარმცველ რუბენ ნევეშს დაადგა და თუ დე იონგი წავა, სწორედ მის შეძენას შეეცდება.

გუნდის მთავარი სამიზნე დე იონგის წასვლის შემთხვევაში ბერნარდო სილვა უნდა ყოფილიყო, თუმცა „სიტი“ ფეხბურთელს 100 მილიონ ევროდ აფასებს, რისი გადახდაც „ბარსას“ არ შეუძლია, რის გამოც ალტერნატიულ ვარიანტებს დაადგა თვალი.

სწორედ ნევეში იქნება ის ფეხბურთელი, რომლის გადასაბირებლადაც „ბლაუგრანა“ ყველაფერს გააკეთებს, ისევ და ისევ თუ გუნდს დე იონგი დატოვებს.