ავტორიზაცია

[ფოტოები] ავარია თბილისში: ბულგარეთის ნაკრების ავტობუსი გვირაბში დაიმტვრა

[ფოტოები] ავარია თბილისში: ბულგარეთის ნაკრების ავტობუსი გვირაბში დაიმტვრა
თარიღი 11 ივნ 2022, 10:07

ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის ეგიდით გასამართ მატჩამდე ერთი დღით ადრე, ბულგარეთის ნაკრები ავარიაში მოყვა.

რიყის გვირაბში მიმავალი ბულგარეთის ნაკრების 2 ავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა.

საბედნიეროდ, არ არის მსხვერპლი. ბულგარელთა ფეხბურთელს, ტოდორ ნედელევს თავის ქალის ტრავმა აღენიშნება და საავადმყოფოშია გადაყვანილი.

წინასწარი ინფორმაციით, საქართველოსა და ბულგარეთის მატჩის გადადება არ განიხილება.

იხილეთ ფოტოები