პსჟ-ს 50-მილიონიანი შეთავაზება უარყოფილია — რა თანხას ითხოვს ინტერი შკრინიარის სანაცვლოდ?
"პარი სენ ჟერმენის" ხელმძღვანელობა "ინტერის" ცენტრალური მცველის, მილან შკრინიარის ხელში ჩაგდებას გეგმავს.
როგორც იტალიურ და ფრანგულ პრესაში იწერება, პარიზელებმა სლოვაკეთის ნაკრების 27 წლის ფეხბურთელის თაობაზე 50 მილიონ ევროიანი შეთავაზება გააკეთეს, თუმცა მილანელებმა უარი თქვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, "ნერაძური" შკრინიარის სანაცვლოდ 80 მილიონს ითხოვს, თუმცა შეიძლება 70 მილიონადაც გაუშვას.
აღსანიშნავია, რომ "ინტერის" ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელს კლუბთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის ივნისამდე აკავშირებს.
გასულ სეზონში შკრინიარმა ყველა ტურნირზე ერთად 48 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი 4 გატანილი გოლით გამოიჩინა.