ავტორიზაცია

პრემიერ ლიგის კლუბებს შორის დე ვრეი დიდი მოთხოვნით სარგებლობს და ერთი შეთავაზება უკვე იუარა

პრემიერ ლიგის კლუბებს შორის დე ვრეი დიდი მოთხოვნით სარგებლობს და ერთი შეთავაზება უკვე იუარა
თარიღი 11 ივნ 2022, 13:57

"ინტერის" ცენტრალური მცველი, სტეფან დე ვრეი პრემიერ ლიგის კლუბებს შორის დიდი მოთხოვნით სარგებლობს.

აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა ავრცელებს.

ჰოლანდიის ნაკრების 30 წლის უკანახაზელით არა მხოლოდ "ჩელსი", "მანჩესტერ იუნაიტედიც" ინტერესდება, რომელმაც ფეხბურთელზე ინფორმაცია მოითხოვა.

როგორც იწერება, დე ვრეიმ აქამდე "ნიუკასლის" შეთავაზება იუარა.

გამოცდილ მცველს "ნერაძურისთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის ივნისში ეწურება და ამჟამად მისი სატრანსფერო ფასი 28 მილიონ ევროს შეადგენს.

გასულ სეზონში დე ვრეიმ ყველა ტურნირზე ერთად "ინტერის" მაისურით 41 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი პასიც გააკეთა.