გაირკვა — საერთო ჯამში, რა თანხა დაუჯდება იუვენტუსს პოგბას ტრანსფერი?

"იუვენტუსის" ხელმძღვანელობას ნახევარმცველ პოლ პოგბას ტრანსფერში ათობით მილიონი ევროს გადაიხდის.
აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი იტალიური გამოცემა Football Italia ავრცელებს, La Gazzetta dello Sport-ზე დაყრდნობით.
მიუხედავად "პსჟ"-სა და "რეალის" მხრიდან არსებული ინტერესისა, დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-ფეხბურთელი "ბიანკონერისთან" 4-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.
როგორც იწერება, ტურინულ გრანდში 29 წლის ფრანგი სუპერვარსკვლავის წლიური ხელფასი 7,5-8 მილიონი ევრო იქნება. ბონუსების გათვალისწინებით, შემოსავალი 10 მილიონს მიაღწევს.
კონტრაქტის, ხელმოწერის ბონუსისა და სააგენტო გადასახადების ჩათვლით, "იუვენტუსს" პოგბას ტრანსფერი საერთო ჯამში 80 მილიონი დაუჯდება.