ავტორიზაცია

უკვე ოფიციალურად — რეალმა ჩუამენის ტრანსფერი დაადასტურა

უკვე ოფიციალურად — რეალმა ჩუამენის ტრანსფერი დაადასტურა
თარიღი 11 ივნ 2022, 15:40

"რეალმა" "მონაკოს" აწ უკვე ყოფილი ჩამშლელი ნახევარმცველის, ორელიენ ჩუამენის ტრანსფერი დაადასტურა.

მადრიდულმა გრანდმა საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელს 6-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

როგორც აღინიშნება, "სამეფო კლუბს" 22 წლის შუახაზელის ტრანსფერი 100 მილიონ ევროზე მეტი დაუჯდება.

ჩუამენის პრეზენტაცია სამშაბათს გაიმართება.

გასულ სეზონში ორელიენმა "მონაკოს" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 50 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.