პსჟ-ს ხელმძღვანელობამ პოჩეტინოს გათავისუფლების შესახებ ამცნო — RMC Sport

"პარი სენ ჟერმენის" ხელმძღვანელობამ მაურისიო პოჩეტინოს ამცნო, რომ პარიზული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე აღარ დარჩება.
აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ფრანგული გამოცემა RMC Sport-ი ავრცელებს.
როგორც აქამდე დაიწერა, 50 წლის არგენტინელ სპეციალისტს მადრიდის "რეალის" ყოფილი დამრიგებელი, ზინედინ ზიდანი ჩაანაცვლებს.
პოჩეტინო "პსჟ"-ს 2021 წლის იანვრიდან ედგა სათავეში, გასულ ზაფხულს კი კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგრძლივა.
მაურისიომ პარიზელებთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი მოიგო.