"შეთანხმების მიღწევასთან ძალიან ახლოს ვართ", - ლაპორტა ბარსელონაში გავის მომავალზე

"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ დაადასტურა, რომ კლუბი ნახევარმცველ გავისთან ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოს არის.
"ძალიან ახლოს ვართ გავისთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე შეთანხმების მიღწევასთან", - აცხადებს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ხელმძღვანელი.
"კლუბი საკმაოდ ოპტიმისტურადაა განწყობილი და გვინდა, გავიმ კარიერა ჩვენთან გააგრძელოს", - ციტირებს გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ლაპორტას სიტყვებს.
მოგეხსენებათ, 17 წლის ესპანელი "ბლაუგრანას" აღზრდილია. 2021/22 წლების სეზონში მან ყველა ტურნირზე ერთად 47 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი პასი გააკეთა.
გავის "ბარსელონასთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის ივნისის ბოლოს ეწურება.