ავტორიზაცია

როდის დაიხურება დარვინ ნუნიესის ტრანსფერი ლივერპულში?

როდის დაიხურება დარვინ ნუნიესის ტრანსფერი ლივერპულში?
თარიღი 12 ივნ 2022, 12:45

ლისაბონის "ბენფიკას" თავდამსხმელი, დარვინ ნუნიესი "ლივერპულში" გადასვლასთან არის ახლოს.

როგორც არგენტინელი ჟურნალისტი, სესარ ლუის მერლო იტყობინება, ორშაბათს 22 წლის ფეხბურთელი ინგლისურ გრანდში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და 2027 წლამდე გათვლილ კონტრაქტს მოაწერს ხელს.

"ლივერპულმა" და "ბენფიკამ" გუშინ ტრანსფერის პირობები შეათანხმეს. პორტუგალიელები 80 მილიონ ევროს მიიღებენ, დამატებით 20 მილიონი კი ბონუსების სახით იქნება გათვალისწინებული.

ახალგაზრდა ურუგვაელი ლისაბონელთა ღირსებას 2020 წლიდან იცავს, გუნდს იგი ესპანური "ალმერიადან" 24 მილიონად შეუერთდა.

გასულ სეზონში ნუნიესმა ყველა ტურნირზე ერთად "ბენფიკას" ღირსება 41 მატჩში დაიცვა, 34 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.