ავტორიზაცია

ინტერი დუმფრისის შემცვლელად ორ ფეხბურთელს განიხილავს, ერთ-ერთი რეალში ირიცხება

ინტერი დუმფრისის შემცვლელად ორ ფეხბურთელს განიხილავს, ერთ-ერთი რეალში ირიცხება
თარიღი 12 ივნ 2022, 13:21

არ არის გამორიცხული, "ინტერის" მარჯვენა მცველმა, დენზელ დუმფრისმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამუშაო ადგილი შეიცვალოს.

როგორც იტალიურ მედიაში იწერება, "ნერაძურიმ" 26 წლის ჰოლანდიელი უკანახაზელის შემცვლელის ძიება უკვე დაიწყო.

გავრცელებული ინფორმაციით, მილანელები "რეალში" მოასპარეზე ალვარო ოდრიოსოლას გადაბირების ვარიანტს განიხილავენ, რომელმაც გასული სეზონი იჯარით "ფიორენტინაში" გაატარა. მადრიდელები ესპანელს დაახლოებით 20 მილიონ ევროდ აფასებენ.

კიდევ ერთი ვარიანტი დავიდე ძაპაკოსტაა, ეს უკანასკნელი ამჯამად "ატალანტაში" ირიცხება. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბერგამოელებმა იგი "ინტერში" გაუშვან.

თავის მხრივ, დუმფრისის შეძენით, რომელმაც გასულ სეზონში "ნერაძურის" ღირსება ყველა ტურნირზე ერთად 45 მატჩში დაიცვა, 5 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი პასი გააკეთა, მიუნხენის "ბაიერნი" ინტერესდება.