ავტორიზაცია

იუვენტუსი თუ მილანი — ვინ არის ძანიოლოს ხელში ჩაგდების მთავარი ფავორიტი ამ დროისთვის?

იუვენტუსი თუ მილანი — ვინ არის ძანიოლოს ხელში ჩაგდების მთავარი ფავორიტი ამ დროისთვის?
თარიღი 12 ივნ 2022, 14:25

"იუვენტუსი" "რომას" შემტევი ნახევარმცველის, ნიკოლო ძანიოლოს ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.

როგორც ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა იტყობინება, ტურინელებმა 22 წლის გარემარბის აგენტ კლაუდიო ვიგორელისთან უკვე სამი შეხვედრა გამართეს.

"მილანი", რომლის მხრიდან არსებულ ინტერესზეც აქამდე დაიწერა, არ აქტიურობს.

"რომა" ძანიოლოს 50 მილიონ ევროდ აფასებს და ტრანსფერში სხვა ფეხბურთელების ჩართვა არ სურს. რომაელები ნიკოლოსთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს სექტემბრამდე არ გამართავენ - სატრანსფერო ბაზრის დახურვამდე.

გასულ სეზონში ძანიოლომ "მგლების" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 42 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.