პსჟ-ს მთავარი სამიზნე შკრინიარია, თუმცა ინტერს ფასზე ვერ უთანხმდება — ფაბრიციო რომანო
"პარი სენ ჟერმენი" "ინტერის" ცენტრალური მცველის, მილან შკრინიარის ხელში ჩაგდებას გაუჩერებლად ცდილობს.
როგორც გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო იტყობინება, პარიზელები სლოვაკის ტრანსფერის თაობაზე "ნერაძურის" კვლავ დაუკავშირდნენ, მაგრამ მხარეები ფასს ჯერ ვერ ათანხმებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, 27 წლის უკანახაზელი საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონების პრიორიტეტული სამიზნეა.
აქამდე დაიწერა, რომ "ინტერის" ბოსებმა შკრინიარის თაობაზე "პსჟ"-ს 50 მილიონ ევროიანი შეთავაზება იუარეს.
ცნობისთვის, მილანელთა ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელს კლუბთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის 30 ივნისს ეწურება.
გასულ სეზონში შკრინიარმა ყველა ტურნირზე ერთად "ნერაძურის" ღირსება 48 შეხვედრაში დაიცვა და თავი 4 გატანილი ბურთით გამოიჩინა.