პსჟ-ს ხელმძღვანელობა და პოჩეტინო კონტრაქტის გაწყვეტაზე შეთანხმდნენ
"პარი სენ ჟერმენის" ხელმძღვანელობამ და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ კონტრაქტის გაწყვეტაზე კომპრომისს მიაღწიეს.
წინა კვირაში არგენტინელი 2020/21 წლების სეზონის შედეგების განსახილველად კლუბის ბოსებს შეხვდა - მოგეხსენებათ, პარიზელებმა ლიგა 1 მოიგეს და ჩემპიონთა ლიგას 1/8 ფინალური ეტაპიდან გამოეთიშნენ.
შეხვედრის შედეგად, როგორც The Athletic-ი წერს, მხარეები თანამშრომლობის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. მწვრთნელი და კლუბის ხელმძღვანელობა ამას ყველაზე გონივრულ გამოსავლად მიიჩნევენ.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, გათავისუფლების შემთხვევაში, პარიზელები პოჩეტინოს და მის შტაბს კომპენსაციის სახით 20 მილიონ ევროს გადაუხდიან.
50 წლის სპეციალისტს "პსჟ"-სთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წელს ეწურება, მისი წასვლა ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა, თუმცა კლუბი ახალ მწვრთნელს უკვე ეძებს.
მოგეხსენებათ, გასულ კვირაში "პსჟ" სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ დატოვა და მის ფუნქციებს ლუიშ კამპუში შეასრულებს.