ბაიერნის დირექტორი: "ლევანდოვსკის ვესაუბრე და ვფიქრობ, ახლა სიტუაცია ჩაწყნარდება"
"ბაიერნის" სპორტულმა დირექტორმა, ჰასან სალიჰამიჯიჩმა გუნდის თავდამსხმელის, რობერტ ლევანდოვსკის მომავალზე მორიგი განცხადება გააკეთა.
"კონტრაქტი 2023 წლამდეა გათვლილი და მისი აქ ყოფნით ბედნიერები ვართ. ვფიქრობ, ახლა სიტუაცია ჩაწყნარდება. ვიცით, რას გვაძლევს რობერტი, მან კი იცის, თუ რას აძლევს "ბაიერნი".
"ვისაუბრეთ მისი საჯარო განცხადებებისა და იმის შესახებ, რომ შექმნილი ვითარება უნდა ჩავაწყნაროთ", - განუცხადა "რეკორდმაისტერის" ფუნქციონერმა Bild-ს.
მოგეხსენებათ, აქამდე, 33 წლის პოლონელმა სუპერვარსკვლავმა მიუნხენური გრანდიდან გაშვება საჯაროდ მოითხოვა: "ბაიერნში" ჩემი ერა დასრულდა, აქ თამაში აღარ მინდა. ტრანსფერი საუკეთესო გამოსავალია". ამის შემდეგ, არაერთხელ დაიწერა, რომ ლევანდოვსკის "ბარსელონაში" გადასვლა სურს.
გასულ სეზონში რობერტმა ყველა ტურნირზე ერთად "ბაიერნის" მაისურით 50 მატჩი ჩაატარა და 46 გოლი გაიტანა.