ავტორიზაცია

პსჟ-ს შემდეგ დასვენებას აპირებს - პოჩეტინომ პრიორიტეტული ვარიანტი შეარჩია

პსჟ-ს შემდეგ დასვენებას აპირებს - პოჩეტინომ პრიორიტეტული ვარიანტი შეარჩია
თარიღი 12 ივნ 2022, 21:23

უახლოეს პერიოდში „პარი სენ-ჟერმენი“ თანამდებობიდან მაურისიო პოჩეტინოს გაშვებას ოფიციალრუად დაადასტურებს.

ჯერჯერობით არ არის ცნობილი, ვინ შეცვლის პარიზში არგენტინელ სპეციალისტს, თუმცა მისი წასვლა დანამდვილებით დროის და რამდენიმე დღის ამბავია.

The Telegraph-ის ინფორმაციით, „პსჟ-ს“ შემდეგ პოჩეტინო მცირე პაუზის აღებას და დასვენებას აპირებს, მთლიანობაში კი მას პრემიერ ლიგაში სურს დაბრუნება.

ამ დრომდე, ინგლისიდან პოჩეტინოს მიმართ ინტერესს მისი ყოფილი გუნდი, „ტოტენჰემი“ იჩენდა, ანტონიო კონტეს წასვლის შემთხვევისთვის. თუმცა, იტალიელი ლონდონში დარჩა.