ზიდანმა პსჟ უარით გაისტუმრა, მაგრამ ყატარელი მფლობელები არ ნებდებიან - გამოჩნდა სხვა კანდიდატიც

„პარი სენ-ჟერმენი“ არ ნებდება და ყველანაირი გზით ცდილობს, მწვრთნელად დანიშვნაზე ზინედინ ზიდანი დაითანხმოს.
როგორც ჟურნალისტი რომენ მოლინა წერს, ამ კვირაში „რეალის“ ექს-მწვრთნელმა პარიზელებს უარი უთხრა, რადგან მხარეებმა შეთანხმების მიღწევა ვერ მოახერხეს.
თუმცა, პარიზული კლუბის ყატარელი მფლობელები დანებებას არ აპირებენ და ყველანაირი გზით ცდილობენ ზიდანის თანხმობის მოპოვებას.
პარალელურად, „პსჟ-ს“ ახალი მრჩეველი, ლუიშ კამპუში სულ სხვა კანდიდატურას განიხილავს - მისი აზრით, პარიზელებისთვის იდეალური მწვრთნელი ამ ეტაპზე, „ნიცას“ ფრანგი სპეციალისტი კრისტოფ გალტიე იქნება, რომელმაც 2020/21-სეზონში „ლილი“ გააჩემპიონა.