ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა — ნუნიესი ლივერპულის ფეხბურთელია!
ლისაბონის "ბენფიკამ" თავდამსხმელ დარვინ ნუნიესის ტრანსფერის თაობაზე "ლივერპულთან" შეთანხმება დაადასტურა.
ურუგვაის ეროვნული ნაკრების 22 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ მერსისაიდელები 75 მილიონ ევროს გადაიხდიან, იუწყება ლისაბონელთა ოფიციალური საიტი.
"ბენფიკამ" დამატებით 25 მილიონი შესაძლოა ბონუსების სახით მიიღოს.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, თავად ახალგაზრდა ფორვარდი "ლივერპულთან" 2027 წლამდე გათვლილ კონტრაქტს მოაწერს ხელს.
ნუნიესი ლისაბონელთა ღირსებას 2020 წლიდან იცავდა, გუნდს იგი ესპანური "ალმერიადან" 24 მილიონად შეუერთდა.
გასულ სეზონში დარვინმა ყველა ტურნირზე ერთად "ბენფიკას" ღირსება 41 მატჩში დაიცვა, 34 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.