"ყველას არ შეუძლია მათ დონეზე თამაში", - ჩუამენიმ რეალიდან ორი ფეხბურთელი გამოარჩია
მადრიდის "რეალის" ახალწვეულს, ორელიენ ჩუამენის სურს, რომ უმაღლეს დონეზე მრავალი წლის მანძილზე ითამაშოს.
"ეს არის ჩემი შთაგონების წყარო. ყველას არ შეუძლია ასეთ ასაკში ისე თამაში, როგორც კარიმ ბენზემა ან თუნდაც, ლუკა მოდრიჩი ასპარეზობს, რომელიც 36 წლის არის - ის კი ბრწყინვალედ გამოიყურება".
"გარდა ამისა, შეიძლება კრიშტიანუ რონალდუს მაგალითის მოყვანაც. იგი კვლავ უმაღლეს დონეზე თამაშობს და საუკეთესოდ რჩება", - ციტირებს "მონაკოს" აწ უკვე ექს-ფეხბურთელის სიტყვებს Mundo Deportivo.
შეგახსენებთ, "სამეფო კლუბმა" 22 წლის ფრანგი ამ ზაფხულს იყიდა და მის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო გადაიხადა, კიდევ 20 მილიონი კი ბონუსების სახით არის გათვალისწინებული.
გასულ სეზონში ჩუამენიმ "მონაკოს" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 50 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასიც გააკეთა.