"99%-იანი ალბათობით, პსჟ-ს ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა გარკვეულია", - beIN Sports-ის ჟურნალისტი
ცნობილი გახდა, თუ ვინ იქნება "პარი სენ ჟერმენის" მთავარი მწვრთნელი მომდევნო სეზონში.
"99%-იანი ალბათობით, გუნდს გალტიე ჩაიბარებს", - იტყობინება beIN Sports-ის ჟურნალისტი, ომარ ალტუნდაგი.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "ნიცას" დამრიგებლის დანიშვნის მომხრე საფეხბურთო საკითხებში პარიზელთა ახალი მრჩეველი, ლუიშ კამპუშია.
როგორც ჩანს, "პსჟ"-მ ზინედინ ზიდანის დათანხმება ვერ მოახერხა, ამიტომაც გალტიეს კანდიდატურაზე შეაჩერა არჩევანი.
55 წლის სპეციალისტი "ნიცას" გასული წლის 1 ივლისიდან უდგას სათავეში და 2021/22 წლების სეზონში გუნდმა მისი ხელმძღვანელობით ლიგა 1-ში 66 ქულით მე-5 ადგილი დაიკავა.