ავტორიზაცია

მილანი ასენსიოს ტრანსფერზე ამუშავდა, თუმცა 3 სერიოზული კონკურენტი ჰყავს

მილანი ასენსიოს ტრანსფერზე ამუშავდა, თუმცა 3 სერიოზული კონკურენტი ჰყავს
თარიღი 13 ივნ 2022, 16:41

მადრიდის "რეალის" შემტევმა ნახევარმცველმა, მარკო ასენსიომ კარიერა შესაძლოა "მილანში" გააგრძელოს.

როგორც Corriere dello Sport-ი წერს, "როსონერის" ტექნიკურმა დირექტორმა, პაოლო მალდინიმ "ბლანკოსის" მთავარ მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის დაურეკა და პოტენციური ტრანსფერის შესახებ ჰკითხა.

მოგეხსენებათ, იტალიელ სპეციალისტს 26 წლის ესპანელის პოზიციაზე როდრიგო გოესი ჰყავს და იქ ფედერიკო ვალვერდესაც შეუძლია თამაში.

"რეალს" ასენსიოსთან კონტრაქტის გახანგრძლივება უნდოდა, მაგრამ მხარეები ვერ შეთანხმდნენ. მარკოს მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2023 წელს ეწურება და კლუბი მზადაა იგი ამ ზაფხულსვე გაყიდოს, რათა შემდეგ უფასოდ არ დაკარგოს.

მადრიდულ გრანდში ესმით, რომ ასენსიოში 30-35 მილიონ ევროზე მეტს ვერ მიიღებენ. გარდა "მილანისა", მისდამი ინტერესს "არსენალი", "მანჩესტერ იუნაიტედი" და "იუვენტუსიც" იჩენენ.

ჟორჟე მენდეშის სააგენტო Gestifute-ს მარკოს "რეალიდან" აბარგება რაც შეიძლება სწრაფად სურს. მალიორკას მკვიდრის ხელში ჩაგდევის კიდევ ერთი პრეტენდენტი "ნიუკასლია", იუწყება AS-ი, Cadena SER-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

გასულ სეზონში ასენსიომ ყველა ტურნირზე ერთად "სამეფო კლუბის" ღირსება 42 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.