ავტორიზაცია

იუვენტუსი პოგბას დაბრუნებაში დარწმუნებულია — როდის დაიხურება ტრანსფერი?

იუვენტუსი პოგბას დაბრუნებაში დარწმუნებულია — როდის დაიხურება ტრანსფერი?
თარიღი 13 ივნ 2022, 16:51

პოლ პოგბა, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედს" თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებს, კარიერას "იუვენტუსში" გააგრძელებს.

როგორც ავტორიტეტული გამოცემა Goal.com-ი იტყობინება, ტურინულმა გრანდმა 29 წლის ფრანგი სუპერვარსკვლავის დაბრუნების საკითხი პრაქტიკულად მოაგვარა.

"ბებერი ქალბატონი" პოგბას დამატებაში დარწმუნებულია და არანაირ სიურპრიზს არ ელოდება. ახლა, როგორც ჩანს, ოფიციალური დადასტურება სუფთა ფორმალობას ჰგავს, ეს მხოლოდ დროის საკითხია.

თუმცა, სხვადასხვა ბიუროკრატიული პროცედურების გამო, ტრანსფერი შესაძლოა ივლისამდე არ გაოფიციალურდეს.

პოგბამ გადაწყვიტა, რომ მისთვის პრიორიტეტი "იუვენტუსია", რომელმაც მრავალწლიანი კონტრაქტი შესთავაზა, სეზონში 8 მილიონ ევროიანი (+ ბონუსები) ხელფასით. "რეალის", "მანჩესტერ სიტისა" და "პსჟ"-ს ვარიანტები გაქრა.

გავრცელებული ინფორმაციით, "ბიანკონერის" მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი ახალი ტაქტიკური მოდელის შემუშავებაზე უკევ მუშაობს, რათა პოლმა თავისი საუკეთესო თვისებების წარმოჩენა მოახერხოს.

აქამდე ცნობილი გახდა, რომ კონტრაქტის, ხელმოწერის ბონუსისა და სააგენტო გადასახადების ჩათვლით, "იუვეს" პოგბას ტრანსფერი საერთო ჯამში 80 მილიონი დაუჯდება. ტურინში იგი 10-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

გასულ სეზონში ფრანგმა "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 27 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი პასი გააკეთა.