ავტორიზაცია

ატალანტა ძირეულ ცვლილებებს გეგმავს და ამ ზაფხულს 10 ფეხბურთელს გაუშვებს

ატალანტა ძირეულ ცვლილებებს გეგმავს და ამ ზაფხულს 10 ფეხბურთელს გაუშვებს
თარიღი 13 ივნ 2022, 17:13

"ატალანტას" ხელმძღვანელობა მომავალი სეზონის დაწყების წინ შემადგენლობაში ძირეულ ცვლილებებს გეგმავს.

როგორც იტალიურ მედიაში იწერება, ბერგამოელები კლუბიდან რამდენიმე მოთამაშის გაშვებას აპირებენ.

ასე და ამგვარად, აღნიშნულ სიაში 10 ფეხბურთელია, ესენი არიან:

მეკარეები პიერლუიჯი გოლინი, მარკო კარნეზეკი, მცველები მატეო ლოვატო, ჰანს ჰატებური, იოაკიმ მეჰლე, ნახევარმცველები მარიო პაშალიჩი, მატეო პესინა, იოსიპ ილიჩიჩი, აგრეთვე თავდამსხმელები ალექსეი მირანჩუკი და სემ ლამერსი.

მოგეხსენებათ, 2021/22 წლების სეზონში "ატალანტამ" იტალიის ჩემპიონატში მე-8 ადგილი დაიკავა და ევროთასების საგზურის გარეშე დარჩა.