ავტორიზაცია

კიელინი იუვენტუსში დი მარიას, ხოლო ინტერში დიბალას შესაძლო გადასვლას გამოეხმაურა

კიელინი იუვენტუსში დი მარიას, ხოლო ინტერში დიბალას შესაძლო გადასვლას გამოეხმაურა
თარიღი 13 ივნ 2022, 17:52

"იუვენტუსის" აწ უკვე ყოფილი მცველის, ჯორჯო კიელინის განცხადებით, ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ მატჩებს მარტო ვერ მოიგებენ.

ვეტერანმა ფეხბურთელმა ტურინულ გრანდში ანხელ დი მარიას შესაძლო გადასვლასა და "ინტერში" პაულო დიბალას პოტენციურ ტრანსფერზე დასმულ კითხვას უპასუხა.

"რთულია იმის თქმა, რომელი მათგანი დაარტყამს უფრო ზუსტად. ამაზე საუბარი ჯერ ადრეა. პაულომ და დი მარიამ ადაპტაცია უნდა გაიარონ".

"კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი აჩვენებენ, რომ ახლა თამაშის მარტო მოგება შეუძლებელია. გუნდურობაა საჭირო", - განუცხადა 37 წლის იტალიელმა Radio 1-ს.

მოგეხსენებათ, თავად კიელინიმ ამ ზაფხულს "იუვენტუსის" დატოვება გადაწყვიტა და დიდი ალბათობით, კარიერას MLS-ში გააგრძელებს.