ავტორიზაცია

"ვერ ვგრძნობ, რომ რეალიდან მივდივარ", - მარსელო გამოსამშვიდობებელი სიტყვით გამოსვლისას ატირდა

"ვერ ვგრძნობ, რომ რეალიდან მივდივარ", - მარსელო გამოსამშვიდობებელი სიტყვით გამოსვლისას ატირდა
თარიღი 13 Jun 2022, 19:20

"რეალის" აწ უკვე ყოფილმა მარცხენა მცველმა, მარსელომ "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამოსამშვიდობებელი სიტყვით გამოსვლისას ცრემლები ვერ შეიკავა.

"მინდა, მადლობა გადავუხადო კლუბს, თანაგუნდელებს, მწვრთნელებს, თანამშრომლებს, რომლებიც ჩემთვის ოჯახივით არიან. ჩვენი საქმე მხოლოდ ფეხბურთის თამაშია, მაგრამ მათ გარეშე, ვინც შავ სამუშაოს ასრულებს, ეს ყველაფერი შეუძლებელია".

"მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს მეუღლეს, კლარისს, უიმისოდ ვერ ვიქნებოდი ისეთი მამაკაცი, როგორიც ვარ. და ჩემს შვილებს, რომლებიც უყურებდნენ, როგორ თამაშობდა მათი მამა მსოფლიოს უდიდეს კლუბში".

"ყოველდღე სიხარულით ვიღვიძებდი, რადგან მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ვიმყოფებოდი. დღეს ისე მივდივარ, როგორც კლუბის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი".

"ეს დამშვიდობება არ არის, ვერ ვგრძნობ, რომ "რეალიდან" მივდივარ", - თქვა 34 წლის ბრაზილიელმა.

ცნობისთვის, საერთო ჯამში, მარსელომ "სამეფო კლუბის" ღირსება 545 მატჩში დაიცვა, 38 გოლი გაიტანა და 103 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ სამხრეთამერიკელი მცველი "რეალის" ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელია - მადრიდელებთან ერთად მან 25 ტიტული მოიგო.