ავტორიზაცია

"ბაიერნისთვის სიტყვა მქონდა მიცემული", - რომელი გრანდის წინადადება იუარა მიუნხენელთა ახალწვეულმა?

"ბაიერნისთვის სიტყვა მქონდა მიცემული", - რომელი გრანდის წინადადება იუარა მიუნხენელთა ახალწვეულმა?
თარიღი 14 ივნ 2022, 10:50

"აიაქსის" აწ უკვე ყოფილმა ნახევარმცველმა, რაიან გრავენბერხმა განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა შეეძლო.

მოგეხსენებათ, ამ ზაფხულს ამსტერდამელთა 20 წლის ფეხბურთელი მიუნხენის "ბაიერნმა" დაიმატა და 2027 წლამდე გათვლილი კონტრაქტი გაუფორმა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი და შესანიშნავი კლუბია. მაგრამ უკვე "ბაიერნში" გადასვლა მქონდა გადაწყვეტილი, მათ სიტყვა მივეცი და კარგ განწყობაზე ვიყავი", - ციტირებს გრავენბერხის სიტყვებს De Telegraaf-ი.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ჰოლანდიელი "აიაქსის" აღზრდილია, "რეკორდმაისტერს" მისი ტრანსფერი 18,5 მილიონი ევრო დაუჯდა.

გასულ სეზონში გრავენბერხმა ყველა ტურნირზე ერთად ამსტერდამელთა მაისურით 42 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.