ავტორიზაცია

ჰოლანდი: "მთელი ცხოვრებაა მანჩესტერ სიტის ვგულშემატკივრობ, აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში"

ჰოლანდი: "მთელი ცხოვრებაა მანჩესტერ სიტის ვგულშემატკივრობ, აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში"
თარიღი 14 ივნ 2022, 11:25

"მანჩესტერ სიტის" ახალწვეულმა, ერლინგ ჰოლანდმა განაცხადა, რომ მთელი ცხოვრებაა "ქალაქელებს" გულშემატკივრობს.

"ინგლისში დავიბადე და მთელი ცხოვრებაა "სიტის" ფანი ვარ. ამ კლუბზე ბევრი რამ ვიცი, აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში".

"ვფიქრობ, შემიძლია პროგრესს მივაღწიო და "სიტიში" ჩემი საუკეთესო თამაში ვაჩვენო".

– ბოლო წლებში "სიტის" ბევრი თამაში გინახავს. როგორ ფიქრობ, ამ გუნდის სტილი შეგეფერებათ ყველაზე მეტად?

"რა თქმა უნდა. ასე რომ არ ვფიქრობდე, არ გადმოვიდოდი".

"შემტევი სტილი მომწონს. ნამდვილად მიზიდავს ასეთი ფეხბურთი. ასე რომ, დიახ, ვფიქრობ, იდეალური შერწყმაა", - ციტირებს 21 წლის ნორვეგიელის სიტყვებს Sky Sports-ი.

მოგეხსენებათ, ერლინგის მამას, ალფ-ინგე ჰოლანდს ინგლისში სამი კლუბის ღირსება დაუცვია - "მანჩესტერ სიტის", "ლიდსისა" და "ნოტინგემ ფორესტის".

მანჩესტერულმა კლუბმა ჰოლანდის ტრანსფერი გუშინ დახურა და ახალგაზრდა სუპერვარსკვლავს 2027 წლამდე გათვლილი კონტრაქტი გაუფორმა.