ავტორიზაცია

"ამოფრქვეული ვულკანია", - ლუის ენრიკემ ბარსელონასა და ესპანეთის ნაკრების ამომავალი ვარსკვლავი შეაქო

"ამოფრქვეული ვულკანია", - ლუის ენრიკემ ბარსელონასა და ესპანეთის ნაკრების ამომავალი ვარსკვლავი შეაქო
თარიღი 14 ივნ 2022, 11:38

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ "ბარსელონას" ახალგაზრდა ნახევარმცველი ვულკანს შეადარა.

"გავი ამოფრქვეული ვულკანია", - ციტირებს "ფურია როხას" დამრიგებლის სიტყვებს ესპანური მედია.

ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის ეგიდით, ჩეხეთთან (2:0) გამართული მატჩის შემდეგ, ლუის ენრიკემ ეს შედარება იმით ახსნა, რომ გავი უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებს, როცა მოედანზეა.

მოგეხსენებათ, 17 წლის ფეხბურთელმა უმაღლეს დონეზე ჩატარებულ თავის პირველ სეზონში კატალონიური გრანდის ღირსება 47 მატჩში დაიცვა, 2 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ გავის ესპანეთის ეროვნული ნაკრების რიგებში უკვე 10 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მეტოქის კარის აღება ერთხელ მოახერხა.