ავტორიზაცია

მანჩესტერ სიტის მთავარი სამიზნე, რომლის ტრანსფერის დახურვაც ივლისის შუა რიცხვებამდე იგეგმება

მანჩესტერ სიტის მთავარი სამიზნე, რომლის ტრანსფერის დახურვაც ივლისის შუა რიცხვებამდე იგეგმება
თარიღი 14 ივნ 2022, 12:45

"მანჩესტერ სიტის" ხელმძღვანელობა ამ ზაფხულს "ლიდსის" ნახევარმცველის, კელვინ ფილიპსის შეძენას აპირებს.

როგორც ბრიტანული გამოცემა The Times-ი წერს, ამჟამად "ქალაქელთა" პრიორიტეტული სამიზნე 26 წლის ინგლისელია, რომელსაც ფერნანდინიოს შემცვლელად განიხილავენ.

პრემიერ ლიგის ჩემპიონებს ფილიპსის ხელში ჩაგდება ივლისის შუა რიცხვებამდე სურთ, სანამ გუნდი ამერიკაში წინასასეზონო ტურნეში გაემგზავრება.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "ლიდსის" ჩამშლელმა ნახევარმცველმა "მანჩესტერ იუნაიტედის" შეთავაზება იუარა.

გასულ სეზონში ფილიპსმა ყველა ტურნირზე ერთად 23 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა საკუთარ აქტივში.