ინტერი კოლოსალურ თანხას ითხოვს — მილანელებმა პსჟ-ს შკრინიარის ფასი შეუთვალეს
"ინტერის" ხელმძღვანელობამ "პსჟ"-ს აცნობა, თუ რა თანხა დაუჯდება მცველ მილან შკრინიარის ტრანსფერი.
ასე და ამგვარად, როგორც ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, ალფრედო პედულა წერს, "ნერაძური" სლოვაკ უკანახაზელს 80 მილიონ ევროდ აფასებს.
ამასთანავე, აღინიშნება, რომ შესაძლებელია 70-მილიონიანი (+ ბონუსები) წინადადების განხილვაც.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, პარიზელებმა მილანელების 50-მილიონიანი შეთავაზება იუარეს.
ცნობისთვის, "ინტერის" ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელს კლუბთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის 30 ივნისს ეწურება.
გასულ სეზონში შკრინიარმა ყველა ტურნირზე ერთად "ნერაძურის" ღირსება 48 შეხვედრაში დაიცვა და თავი 4 გატანილი ბურთით გამოიჩინა.