ფოტო: ჩუამენიმ რეალში სათამაშო ნომერი შეარჩია
მადრიდის "რეალის" ახალწვეულის, ორელიენ ჩუამენის სათამაშო ნომერი ცნობილია.
ასე და ამგვარად, 22 წლის ჩამშლელი ნახევარმცველი, რომელიც "ბლანკოსმა" "მონაკოდან" დაიმატა, მადრიდში 18-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.
ამ წუთებში ახალგაზრდა ფრანგის პრეზენტაცია მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ აქამდე ეს ნომერი გარეტ ბეილს ეკუთვნოდა. უელსელმა სუპერვარსკვლავმა "რეალი" ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.
იხილეთ ფოტო