ავტორიზაცია

დე იონგის სატრანსფერო საგა გრძელდება — ბარსამ 70 მილიონზე უარი თქვა და მანჩესტერს სასურველი თანხა დაუსახელა

დე იონგის სატრანსფერო საგა გრძელდება — ბარსამ 70 მილიონზე უარი თქვა და მანჩესტერს სასურველი თანხა დაუსახელა
თარიღი 14 ივნ 2022, 16:24

"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა "ბარსელონას" ნახევარმცველის, ფრენკი დე იონგის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.

გასულ კვირაში ინგლისურმა გრანდმა 25 წლის ჰოლანდიელის თაობაზე 60 მილიონ ევროიანი შეთავაზება გააკეთა, დამატებით 10 მილიონს "ეშმაკუნები" ბონუსების სახით ჩამოდიოდნენ, თუმცა "ბლაუგრანამ" უარი განაცხადა - კატალონიურ გრანდს დაახლოებით 85 მილიონი ევროს მიღება სურს, წერს გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

ფრენკი მშვიდადაა და მოვლენების განვითარებას ელოდება, საკუთარ მომავალთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ გაუცია, არც "ბარსასთვის" და არც "ემიუსთვის".

"ლურჯ-ბროწეულისფერთა" ნახევარმცველმა იცის, რომ გუნდის მთავარ მწვრთნელს, ხავის მისი შენარჩუნება უნდა, მაგრამ "ბარსა" საკმაოდ მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია.

შესაძლო ტრანსფერში მნიშვნელოვანი როლი ექნება იმ დასკვნებს, რომლებსაც "ბარსელონა" მიმდინარე კვირაში გამოიტანს. კლუბს სურს დარწმუნდეს, არსებობს თუ არა დე იონგის გაყიდვის საჭიროება.

გასულ სეზონში ფრენკიმ ყველა ტურნირზე ერთად 46 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 4 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.