ავტორიზაცია

ჩუამენი: "საერთოდ არ მაინტერესებს, თუ რა თანხა გადაიხადა რეალმა ჩემს სანაცვლოდ"

ჩუამენი: "საერთოდ არ მაინტერესებს, თუ რა თანხა გადაიხადა რეალმა ჩემს სანაცვლოდ"
თარიღი 14 ივნ 2022, 17:38

"რეალის" ახალწვეულს, ორელიენ ჩუამენის არ აღელვებს, თუ რა თანხა გადაიხადა მადრიდულმა გრანდმა მის სანაცვლოდ.

"ამაზე ლაპარაკი ჩემი საქმე არ არის. ვცდილობ, მოედანზე საუკეთესო ვიყო. სატრანსფერო ფასი საერთოდ არ მაინტერესებს".

"კონკურენცია გამოწვევაა, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატზე არ ვფიქრობ, რომელიც ნოემბერში დაიწყება. მხოლოდ "რეალში" თამაშსა და ვარჯიშზე ვფიქრობ".

"შესაძლოა, სხვა კლუბებში სათამაშო დროსთან დაკავშირებით მეტი გარანტიები მქონოდა, მაგრამ ამ გამოწვევის მიღება მინდოდა", - ციტირებს 22 წლის ფრანგის სიტყვებს Marca.

შეგახსენებთ, "რეალი" "მონაკოს" ჩუამენის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს გადაუხდის, საიდანაც 20 მილიონი ბონუსების სახით იქნება გათვალისწინებული.