ავტორიზაცია

ლაიპციგმა ნკუნკუს ფასი დაადო, მისით სამი ევროპული გუნდი ინტერესდება

ლაიპციგმა ნკუნკუს ფასი დაადო, მისით სამი ევროპული გუნდი ინტერესდება
თარიღი 14 ივნ 2022, 22:11

„ლაიპციგს“ გუნდის ლიდერის, კრისტოფერ ნკუნკუს საკმაოდ ძვირად გაყიდვა სურს. 

Independent-ის ინფორმაციით, გერმანულმა კლუბმა ფრანგი შემტევი 100 მილიონ ევროდ შეაფასა, მაგრამ ამავდროულად ფეხბურთელის კიდევ ერთი წლით დარჩენაზე დაყოლიებას ცდილობს, რაც მის პროგრესს დაეხმარება.

თავად ნკუნკუ არ არის „ლაიპციგში“ დარჩენის წინააღმდეგი, მიუხედავად იმისა, რომ მისით ევროპული გრანდები ინტერესდებიან.

24 წლის ნკუნკუს მიმართ ინტერესს „მან იუნაიტედი“, „არსენალი“ და „პსჟ“ იჩენენ, რომლის აღზრდილიცაა ეს ფეხბურთელი.

დარვინ ნუნიესის ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ, „მან იუნაიტედმა“ ნკუნკუზე შესაძლოა სერიოზულად გადაიტანოს ყურადღება.