ავტორიზაცია

"აქ მოსვლის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია", - ნუნიესმა ლივერპულში გადასვლის მიზეზი დაასახელა

"აქ მოსვლის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია", - ნუნიესმა ლივერპულში გადასვლის მიზეზი დაასახელა
თარიღი 14 ივნ 2022, 22:58

დარვინ ნუნიესმა „ლივერპულთან“ ერთად ტიტულების მოგების სურვილი გამოთქვა.

ინგლისურმა კლუბმა 22 წლის შემტევის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

„ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ „ლივერპულში“ ყოფნით, ეს დიდი გუნდია. მიხარია, რომ ამ შესანიშნავი ორგანიზაციის ნაწილი ვიქნები.

„ლივერპულის“ წინააღმდეგ მითამაშია, ნანახი მაქვს მათი მატჩები ჩემპიონთა ლიგაზე და ეს ჩემ სტილს ძალიან უხდება. აქ რამდენიმე შესანიშნავი ფეხბურთელია და მგონია, რომ ჩემი სტილი გუნდს მოუხდება.

როცა სავარჯიშო ბაზაზე მივედი, მოგებული თასების რაოდენობამ ძალიან გამაკვირვა. შეგიძლია წარმოიდგინო, როგორ იგებ აქ უფრო მეტ ტიტულს, შემდეგ კი აქ ბრუნდები და ფიქრობ: „მე ამ ყველაფრის ნაწილი ვიყავი.“

ტიტულები და თასები - ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც „ლივერპულში“ გადმოვედი. მე კიდევ უფრო მეტი თასის მოგება მინდა.“ - აღნიშნა ურუგვაელმა.