ავტორიზაცია

კლოპი: "დარწმუნებული ვარ, რომ დარვინი ლივერპულის გულშემატკივრებს ააფორიაქებს"

კლოპი: "დარწმუნებული ვარ, რომ დარვინი ლივერპულის გულშემატკივრებს ააფორიაქებს"
თარიღი 14 ივნ 2022, 23:39

იურგენ კლოპმა თავისი გუნდის ახალწვეული, დარვინ ნუნიესი შეაფასა.

„დიდებული სიახლეა. კლუბში ყველას მადლობას ვუხდი იმისთვის, რომ ამის რეალიზებაში დაგვეხმარნენ. ჩვენ თანაბარ დონეზე გამოვავლინეთ ამბიციურობა და მიზანდასახულობაც.

დარვინი შესანიშნავი ფეხბურთელია. ის ახლავე ძალიან კარგია, მაგრამ საკმარისი პოტენციალი აქვს იმისთვის, რომ უფრო ძლიერი გახდეს. ამიტომ არის ეს ჩვენთვის ასეთი სასიხარულო ამბავი.

მას აქვს სურვილი, ვნება და წყურვილი, რომ გახდეს უკეთესი, ვიდრე არის ახლა. მას ჩვენი პროექტის სჯერა და იცის, რისი გაკეთებაც გვინდა.

ის ჩვენსავით აღელვებულია, რაც დიდებული ურთიერთობის მანიშნებელია, როცა ორივე მხარე ერთმანეთს ძალიან აფასებს. მას მიაჩნია, რომ ჩვენ მას ვუხდებით, ანალოგიურად ვფიქრობთ ჩვენც მასთან დაკავშირებით.

მას ყველა თვისება აქვს, რომელსაც ვეძებთ. ნუნიესი ქმნის ტემპს, შემოაქვს ენერგია, ის აგრესიული და დინამიურია გადაადგილებების დროს.

ის უშიშრად თამაშობს და ძლიერია. ვიცი, რომ დარვინი „ლივერპულის“ ქომაგებს ააფორიაქებს.“ - აღნიშნა გერმანელმა სპეციალისტმა.